LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტიშოკური მზაობა სავალდებულო მოთხოვნაა, კლინიკები მზად არიან, მთავარია, აქტივობა გვქონდეს მაღალი – გაბუნია

87
161243194-4099105893442379-1267289145942986016-o

ანტიშოკური მზაობა აუცილებელი სავალდებულო მოთხოვნაა, არა მხოლოდ „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინისას, არამედ ნებისმიერი სხვა ვაქცინისაც. კლინიკები მზად არიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით.

როგორც თამარ გაბუნიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ტექნიკური მზაობა საკმაოდ მაღალია. მისივე განმარტებით,  „ფაიზერთან“ დაკავშირებით პერსონალისთვის დამატებით ჩატარდა ტრენინგი.

“რა თქმა უნდა, გარანტირებული ხარისხი გვაქვს” – გაბუნიას თქმით, “ფაიზერის” ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება

„ეს უკავშირდებოდა, როგორც განსაკუთრებული შპრიცის გამოყენების აუცილებლობას, ასევე შენახვის განსაკუთრებულ რეჟიმს. იმედია, არ დაგვჭირდება მსგავსი რამ, მაგრამ მზაობა არის მაქსიმალური. ანაფილაქსიური მართვის პროტოკოლიც სამინისტროს უკვე აქვს რამდენიმე თვეა, პერსონალსაც ტრენინგი გავლილი აქვს. ვფიქრობ, ტექნიკური მზაობა არის ძალიან მაღალი, მთავარია აქტივობაც გვქონდეს მაღალი, რომ ვაქცინების დოზები გამოვიყენოთ ბოლომდე. „ფაიზერის“ შემთხვევაში 21 დღე არის ის ინტერვალი, რომელიც უნდა დავიცვათ ინექციიდან ინექციამდე.  მაშინ, როცა „ასტრაზენეკას“ დროს ინტერვალი არის რვიდან თორმეტ კვირამდე. ამიტომ, „ფაიზერის“ დოზები გაიყოფა ორ ნაწილად“, – განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ახლა  მთავარია, აქტივობა იყოს მაღალი, რათა ვაქცინის დოზები ბოლომდე იქნას გამოყენებული.

„დიდხანს ველოდეთ” – როგორ გადანაწილდება “ფაიზერის” დოზები და რომელ კლინიკებში შეძლებთ მის გაკეთებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g