LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტვერპენში ტრამვაი-ბაღი გამოჩნდა

116
thumb_1024x663_garden-tram-11zon

ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში რეისზე ტრამვაი-ბაღი გამოვიდა. მისი საშუალებით მერიას სურს, რომ ადგილობრივებს სტიმული გაუჩინოს რაც შეიძლება მეტი სიმწვანე გაავრცელონ. მაგალითად, დარგონ მცენარეები სახლის ფასადებზე ან გამოიყენონ ინტერიერში დაკიდებული ყვავილები, წერს The Mayor.

35 მეტრის სიგრძის ტრამვაი მცენარეებით გააფორმეს, თანაც ისე რომ სიმწვანე ჭერიდან და კედლებიდან გადმოდის. ბორტზე იმორიგევებს კონდუქტორი, რომელიც მებაღეობის სასარგებლო თვისებებზე ისაუბრებს.

საინტერესოა, რომ ბაღისთვის მცენარეებს ანტვერპენელები ქალაქის მერიაში უფასოდ მიიღებენ.

ევროპა აქტიურად ცდილობს, რომ ეკოლოგიური ინიციატივები დანერგოს და ჰაერის დაბინძურება მაქსიმალურად შეამციროს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2024 წლისთვის ბრიუსელის გარეუბნებში 100 ათას ახალ ხეს დარგავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები