ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში სოფელ ნერგეეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ენით აუწერელი ტრაგედია, ტკივილი, სამძიმარს გვერდი ვერ ავუარე იმდენად გწამლობს აგონიაში მყოფს, თვითეული ადამიანისა გახსოვს. ნათელი გარდაცვლილი ადამიანების სულს, „აქ დარჩენილთაც მოგვფინე ნათელი უფალო, გაუსაძლისია ყოფა”, – წერს იზა ომაძე.
ბოლო ცნობებით, სოფელ ნერგეეთში 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.
ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.