LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები“ – რა ვითარებაა პარლამენტთან

179
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (3)

პარლამენტთან, სადაც დილამდე ე.წ. აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა, ამ დროისთვის სიმშვიდეა.

ადგილზე აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან. ტერიტორიაზე რჩებიან მხოლოდ სამართალდამცველები.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის კედელზე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა წარწერები აქვთ დატოვებული, მათ შორის, „აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები“.

დღეს, 15:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია ისევ გაიმართება. მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

 

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

 

„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი

ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გუშინ, ჯერ კიდევ აქციის დასრულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე გამარჯვება არ გაფორდება.

„მთელი რუსთაველის გამზირი იქნება საქართველო. არანაირი რუსი მანამ,სანამ გამარჯვება არ გაფორმდება“, – განაცხადა მელიამ და მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო.

„ქართველი ხალხის ხმას ცრემლსადენი გაზითა და სხვა საშუალებებით ახშობენ” – ნედ პრაისი

მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს რამდენიმე საათის განმავლობაში ახორციელებდა.

პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს

აქციაზე წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა

პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვეს

აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. დააკავეს ათეულობით დემონსტრანტი. მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

შსს-ს ცნობით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე 6 პირი დააკავეს

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: ipn

პოპულარულები