LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ ყოფნა ოცნებაა“ – კვარას „პარიზული თავგადასავალი“ ოფიციალურად დაიწყო

356
ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად გახდა „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი.

კვარამ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„აქ ყოფნა ოცნებაა. ბევრი დადებითი რამ მსმენია „პარი სენ-ჟერმენის“ შესახებ. უზომოდ ვამაყობ იმით, რომ ამ დიდებულ კლუბს შევუერთდი და მოუთმენლად ველი ჩემი ახალი მაისურის ჩაცმას“, – აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

პარიზელებმა „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ €70 მილიონი გადაუხადეს.

ქართველი გარემარბის დებიუტი პარიზელების რიგებში 25 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ შედგება.

კვარაცხელია პსჟ-ში 7-ნომრიანი მისურით ითამაშებს.

ხვიჩა კვარაცხელია პარიზული გრანდის ღირსებას 2029 წლის ივლისამდე დაიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g