LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არსებობს კანონი, სახელმწიფო და სახელმწიფო სტრუქტურები, რომელსაც შეიძლება დაემორჩილო. ვის სჭირდება ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა?- გია ვოლსკი

58
გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება “ნაციონალური მოძრაობის” სურვილი იყო, რომ ამ თემით სპეკულირების საშუალება ჰქონდეთ.

მისი თქმით, არავითარი პოლიტიკური დივიდენდი “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას პატიმრობას არ მოაქვს, პირიქით. როგორც გია ვოლსკიმ განაცხადა, ადვოკატების პოზიცია პარტიული ადვოკატურაა და ისინი არ არიან დამოუკიდებელი ადვოკატები. მისი სიტყვებით, ეს არის პარტიის ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა გაცილებით დიდ ზიანს მოუტანს, არა მარტო მათ ოპონენტ “ქართულ ოცნებას”, არამედ საერთოდ საზოგადოებაში დამატებით დაძაბულობას შექმნის.

ვოლსკის თქმით, ამასთან დაკავშირებით მათი პოლიტიკური დამოკიდებულება ერთია, მაგრამ სამართლებრივი მხარე გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს.

“მე გამაჩნია შეხედულება, რომ კანონი უნდა აღსრულდეს, ოპონენტს გააჩნია შეხედულება, რომ კანონის აღსრულება ეწინააღმდეგება მათ იდეას და იდეა არის შემდეგი – არ არსებობს კანონი, სახელმწიფო და სახელმწიფო სტრუქტურები, რომელსაც შეიძლება დაემორჩილო. ვის სჭირდება ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა? – ეს სჭირდება “ნაციონალურ მოძრაობას”, რათა მუდმივად ამ თემაზე სპეკულაცია აწარმოოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერისა და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დასრულდა, დაცვის მხარე მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g