ვაშინგტონს არ სურს, რომ ამერიკის მოკავშირეები ევროპაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის შედეგად, რუსულ გაზზე გახდნენ დამოკიდებული, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.
„ჩვენ თვითონ არ გვსურს დამოკიდებული ვიყოთ ვენერსუელადან ნავთობის მიწოდებაზე,“ – აღნიშნა მაიკ პომპეომ.
მაიკ პომპეო იმედოვნებს, რომ ბერლინი გადახედავს თავის პოზიციას და არ დაუშვებს გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულებას.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ დაეხმარება თავის მეგობრებს ენერგომატარებლების მიღების დივერსიფიცირებაში.