LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მჯეროდა, რომ ძლივს დედაჩემს, ჩემს დას, ჩემს ოჯახს ჩავიკრავდი.. არ ვიცოდი, როგორ მივსალმებოდი მათ“: 4 წლის შემდეგ ალექსანდრე ზაზარაშივილი საქართველოში დაბრუნდა – ემოციური კადრები აეროპორტიდან

32338
BeFunky-collage (3)

ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც რამდენიმე წელია აშშ-ში ცხოვრობს, საქართველოში დაბრუნდა.

მომღერალს აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.

4 წლიანი განშორების შემდეგ, საქართველოში შეხვედრის ემოციურ კადრებს ალექსანდრე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„4 წლის შემდეგ…

თვითმფრინავიდან რომ გამოვდიოდი არ მჯეროდა რომ ძლივს დედაჩემს, ჩემს დას, ჩემს ოჯახს ჩავიკრავდი გულში ამდენი ხნის შემდეგ, ფეხსაც ვითრევდი ბარგის აღების დროს, არ ვიცოდი როგორ მივსალმებოდი მათ.

რამდენი რამ გამოვიარე და იმისდა მიუხედავად რომ ფიზიკურად ჩემთან არ იყვნენ, მათმა სითბომ, და სიყვარულმა ყველაფერი გადამატანინა!

დღეს მე ვარ უბედნიერესი, ჩემს ოჯახთან ერთად, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარს და ყველაზე მეტად ვაფასებ!

თქვენს გამო ყველა მწვერვალს დავიპყრობ.

ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა!

მიყვარხართ.

საქართველო, გამარჯობა“, – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი ფეისბუქში.

ალექსანდრე ზაზარაშვილი: „დედაჩემისთვის ძალიან რთულია ეს ყველაფერი, აშშ-ში სულ სხვა ჩამოვედი და ახლა უკვე გაზრდილი ვარ… იმედი მაქვს, მალე ჩამოვალ საქართველოში და ჩავიხუტებ დედაჩემს…“ 

ვიდეო: ალექსანდრე ზაზარაშვილი თავისი დაწერილი სიმღერიდან ნაწყვეტს გვიზიარებს: „ეს სიმღერა თქვენს გულებში საქართველოს მონატრებას გააღვიძებს!.. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები