LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მოხდება იმ კომპანიების იდენტიფიცირება, რომელთაც თანამშრომლები არაფორმალურად ჰყავთ დასაქმებული

138
94819581-3195517650467879-8385469121935966208-o

“თუ თვითდასაქმებულებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებამდე შემოსავლების არსებობის დამადასტურებელი არავითარი ცნობა არ ექნებათ, დახმარებას ვერ მიღებენ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ სოციალური და ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ბარკალაიამ ასევე აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველები, რომლებთაც შექმნილ ვითარებამდე შემოსავლის წყარო ჰქონდათ, დახმარებას ისევე მიიღებენ, როგორც ის სოციალურად დაუცველები, რომელთაც არავითარი შემოსავალი არ უფიქსირდებოდათ.

“ამ მოკლევადიანი დახმარების მიზენებისათვის, ჩვენ არ ვაკეთებთ დადარებას სოციალური გასაცემლებისა და უმუშევრობის გასაცემლების. იმიტომ რომ სოციალურად დაუცველები ვინც რეგისტრირდებიან (როგორც თვითდასაქმებული) მათი მოწყვლადობა არის უკვე გამოკვლეული და მიუხედავად მათი შემოსავლის წყაროსი, ისინი მაინც სოციალურად დაუცველებად ითვლებიან, შინამეურნეობის მდგომარეობის მიხედვით. შესაბამისად თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია არანაირ გავლენას არ მოახდენს მათ სოციალურ სტატუსზე”, – განაცხადა ბარკალაიამ.

მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველებისთვის თვითდასაქმება, არც აქამდე იყო მათთვის სტატუსის შეჩერების საფუძველი:

“სოციალურად დაუცველთა შემოსავალი ჯერ კიდევ 2019 წლიდან აღარ ითვლება ავტომატურად ბაზიდან ამოდგების საგნად. ჩვენ ამით წავახალისეთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმება”, – აღნიშნა მან.

ბარკალაიამ არაფორმალურად დასაქმებულებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ კი ისინი წარადგენენ ნებისმიერ ცნობას, რომ შექმნილ ვითარებამდე ჰქონდათ შემოსავალი, დახმარებას მიიღებენ.

რა დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი და შშმ პირები

“არაფორმალურ დასაქმებულებს რაც შეეხება, მათ მიმართ ვისაც უფიქსირდებათ შემოსავალი, თუმცა ანაზღაურებას არაფორმალურად, ხელზე იღებდნენ, მაგალითად პედაგოგები, ძიძები, რეპეტიტორები, განსაკუთრებულად ლოიალური მექნიზმი იმოქმედებს კომისიის მხრიდან. პირები, რომლებიც თუნდაც საბანკო ანგარიშებით შეძლებენ დაადასტურონ, რომ შემოსავალი ჰქონდათ, მიიღებენ დახმარებას. ნებისმიერი ტიპის დამადასტურებულ ცნობა საკმარისი იქნება. მათ სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ პორტალზე მოუწევთ პერსონალური ინფორმაციის განთავსება – პირადი ნომერი, საკუთარი სახელი და გვარი და ასევე, რაიმე ტიპის დამადასტურებელი საბუთის ატვირთვა, რომელიც მათ ეკონომიკურ საქმიანობას ან შემოსავალს პირველი კვარტლის განმავლობაში დაადასტურებს. ამ განცხადებების განხილვა მოხდება კომისიური წესით, სადაც ჩართული იქნებიან როგორც ფინანსთა ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. კომისიური წესით განხილვის შემდეგ მოხდება დახმარებების გადარიცხვა თითოეულ მოქალაქეზე უმოკლეს ვადაში თუ არ ექნებათ არავითარი ცნობა, ამ შემთხვევაში თვითდასაქმებულის იდენტიფიცირება იქნება ძალიან რთული და შესაბამისად დახმარებას ვერ მიიღებენ,”- აცხადებს ბარკალაია.

თამარ ბარკალაიამ ასევ განაცხადა, რომ კომპანიების იდენტიფიცირება, რომელთაც თანამშრომლები არაფორმალურად ჰყავდათ დასაქმებულები, არ მოხდება და ეს პროცესი მათ “დასჯაზე” არ არის ორიენტირებული.

„ვეცადეთ, პაკეტები ყოფილიყო მაქსიმალურად სამართლიანი და არც ერთ მოქალაქეს არ გასჩენოდა უსამართლობის განცდა“: ეკატერინე ტიკარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები