„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „მეგობარ აქტს“ გადამგდებ და არამეგობრულ აქტს უწოდებს. მისი განცხადებით, არ შეიძლება ამ აქტმა მხარი დაუჭირა ომს საქართველოში.
„არ შეიძლება ტრადიციების წინააღმდეგ წავიდეს რომელიმე პარტნიორი ქვეყანა, არ შეიძლება პარტნიორობის წინააღმდეგ წავიდეს, არ შეიძლება იმის წინააღმდეგ წავიდეს, რომ მშვიდობა იყოს საქართველოში და არ შეიძლება მხარი დაუჭიროს ამ აქტმა ომს საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, ლგბტ პროპაგანდას და ახლა განსაჯოს საზოგადოებამ, როგორი „მეგობრული აქტი“ არის ეს, რაც არის წარდგენილი საკანონმდებლო ორგანოში ამერიკაში“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.