LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვაპირებ, „ქართულ ოცნებას“ ხელგაწვდილი ვეხვეწო“ – ალეკო ელისაშვილი საარჩევნო ბარიერზე

142
Untitled design (55)

„სახელმწიფო ინტერესიდან თუ შევხედავთ, ობიექტურად 2-პროცენტიანი ბარიერი ქვეყნისთვის კარგია, რათა მრავალპარტიულობა იყოს, ოღონდ, თუ ოპოზიცია ისე არ იცანცარებს, როგორც ამ პარლამენტში ცანცარებდა,“ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის განმარტებით, არც 5-პროცენტიანი ბარიერი არ არის კატასტროფა და არ აპირებს ბარიერის დაწევაზე „ქართული ოცნებისთვის“ ხვეწნას.

„ქართული ოცნება“ არის გადამგდები პოლიტიკური ძალა, რომლის სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს. დღეს ერთს ამბობენ, ხვალ – მეორეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ისინი პოლიტიკურ რეალობას თავისი გადმოსახედიდან უყურებენ. სახელმწიფო ინტერესიდან თუ შევხედავთ, ობიექტურად 2-პროცენტიანი ბარიერი ქვეყნისთვის კარგია, რათა მრავალპარტიულობა იყოს, ოღონდ, თუ ოპოზიცია ისე არ იცანცარებს, როგორც ამ პარლამენტში ცანცარებდა. არც ხუთი პროცენტი არ არის კატასტროფა, მაგრამ დაბალი ბარიერი უკეთესია.

არ ვაპირებ, „ქართულ ოცნებას“ ხელგაწვდილი ვეხვეწო.

„ქართული ოცნების“ მიზანია, პარლამენტში რაც შეიძლება ნაკლები პარტია შევიდეს და მათ შორის იყოს „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან ეს მათთვის იდეალური მოცემულობა იქნება. რაც არ უნდა თქვას, ცამდეც მართალი რომ იყოს, ეტყვიან, რომ მათ დროს უარესი იყო,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g