LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვართ კონკიები 00:00 საათზე დავიშალოთ და სახლში წავიდეთ, აბსურდულ რეალობაში აღმოვჩნდით” – ღამის კლუბები

68
20180420184038

ღამის კლუბები გაკვირვებულები არიან – ისინი ელოდნენ, რომ რეგულაციების შემსუბუქება მათაც შეეხებოდა.

როგორც კლუბი KHIDI-ს წარმომადგენელი სოფო ებრალიძე აცხადებს, ამ რეგულაციების პირობებში სექტორი მუშაობას ვერ აღადგენს. „არ ვართ კონკიები 00:00 საათზე დავიშალოთ და სახლში წავიდეთ“, – ამბობს ებრალიძე, რომლის კომენტარსაც „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს.

„ღამის კლუბები არ ფუნქციონირებს უკვე მეორე წელია. ცოტა გაკვირვებული დავრჩით ამ გადაწყვეტილებით, მოლოდინი გვქონდა, რომ შემსუბუქება ჩვენც შეგვეხებოდა და ამას სექტორის აღდგენა მოჰყვებოდა. აბსურდულ რეალობაში აღმოვჩნდით. 00:00 საათამდე გადაწევა ჩვენს სექტორს არაფერს შველის. ველით, რომ ეს ინფორმაცია განახლდება და ივლისიდან ჩვენც მოგვეცემა მუშაობის საშუალება,“ – ამბობს კლუბი KHIDI-ს წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რეგულაციების შემსუბუქების ფონზე, ღამის კლუბებზე შეზღუდვა ნარჩუნდება. ამავე თემაზე გუშინ ეკონომიკის მინისტრმაც ისაუბრა.

„ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ ღამის კლუბებთან ერთად, რა დახმარების შესაძლებლობები არსებობს, ეს ინდუსტრია მართლაც დაზარალებულია“ – აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განმარტებით, ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ ღამის კლუბები მიჩნეულია ერთ-ერთ რისკის მატარებელ ჯგუფად. „როგორც ჩანს, ყველაზე დიდხანს შეზღუდვა ამ სექტორზე გავრცელდება”, – დასძინა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g