LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა მარტო ნიკა მელია, არამედ ყველა ვისაც სურვილი აქვს, რომ საპყრობილე დატოვოს, გირაოს იხდის: კახა კუჭავა

270
კახა კუჭავა

“ქართული ოცნების” წევრისა და პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, არა მარტო ნიკა მელია, არამედ ყველა ვისაც სურვილი აქვს, რომ საპყრობილე დატოვოს, გირაოს იხდის.

პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას კუჭავამ იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის ამნისტიის კანონპროექტზე შეთანხმება შედგება და შესაბამისად, ერთიანი დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი.

„ეს იურიდიული პროცედურული ნაწილია და არა მარტო ნიკა მელია, არამედ ყველა იხდის გირაოს, ვისაც სურვილი აქვს, რომ საპყრობილე დატოვოს. ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონპროექტი, რომელიც დარეგისტრირდება და რომელიც ამ პარლამენტმა უნდა მიიღოს – ამნისტიის კანონს ვგულისხმობ. დიდი იმედი მაქვს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მოხდება და ერთიანი დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი და დარეგისტრირებული“. – განაცხადა კუჭავამ.

როდესაც მელია ამბობს, რომ მზად არის გირაო აღიაროს, გამოვიდეს და ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს თავისთავად კარგია და ეს არის უკან დახევა: ირაკლი კობახიძე

თუკი გირაოთი გამოსვლას თანხმდება, რატომ აწვალებს ევროკავშირს, გადაიხადოს თავად: პაპუაშვილი მელიაზე

 

magti 5g