LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი გირაოთი გამოსვლას თანხმდება, რატომ აწვალებს ევროკავშირს, გადაიხადოს თავად: პაპუაშვილი მელიაზე

92
შალვა

“ქართული ოცნების” დეპუტატის, შალვა პაპუაშვილი ციხიდან ნიკა მელიას ბოლო განცხადებას ეხმაურება.

საუბარია ნიკა მელიას ბოლო განცხადებაზე, სადაც ის მზადყოფნას გამოთქვამს, დათანხმდეს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას, თუ 20 ივნისის მოვლენების შესახებ ამნისტიის კანონპროექტი არ დარეგისტრირდება ან მხოლოდ აქციის მონაწილეებს შეეხება.

“დიდი ხანია უკვე, ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო გასული არიან ყოველგვარი რაციონალური და რამე ასეთი დამოკიდებულებისგან. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩაეშალათ მათ მთელი მცდელობა დესტრუქციის. შედგა შეთანხმება შარლ მიშელის ინიციატივით. ახლაც ცდილობენ, რომ რამენაირად ეს შეთანხმების აღსრულება ჩაშალონ. ამის ნაწილია დღეს ეს ნიკა მელიას განცხადებაც. თუკი გირაოს თანხმდება ევროკავშირის, თავად რატომ არ იხდის ამ გირაოს, მე ვერ ვხვდები.

მაგალითად, ამაზე პასუხი ჰქონდა ვინმეს? რომ თუკი თანახმაა, რომ გირაოთი გამოვიდეს, რაღატო ელოდება, რომ ევროკავშირმა გადაიხადოს გირაო? ნიკა მელია რომ თანხმდება გირაოს, ეს იმის აღიარებაა, რომ ის რომ ამბობდა, რომ არ გადავიხდიო, არ იყო სწორი. თუკი ის გირაოთი გამოსვლას თანხმდება, რატომ აწვალებს ევროკავშირს, გადაიხადოს თავად”. — განაცხადა პაპუაშვილმა.

კონსულტაციები გრძელდება… ამნისტია არ შეეხება იმათ, ვინც ადამიანები დაასახიჩრეს და ამის ბრძანება გასცეს: სამადაშვილი

ხვალ, ამნისტიის კანონპროექტი დიდი ალბათობით არ დარეგისტრირდება – ჯაფარიძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g