LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”არაადეკვატური გზავნილები” – უმცირესობა პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს

74

საქართველოს პრეზიდნეტის გამოსვლას აკლდა როგორც კონკრეტიკა, ასევე სიმკვეთრე, ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი შეფასებით, პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ პრობლემატიკაზე ფრაგმენტულად ისაუბრა.

”დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტმა თავისი როლი და პოზიცია ვერ გაითავისა, რაც გამოწვეულია იმით, რომ მას აქვს განცდა, რომ ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არის დანიშნული და კარგად იცის,  რეალურად, მის არჩევაში მონაწილეობა ხალხს არ მიუღია” – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის შეფასებით, მარგველაშვილის გამოსვლამ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. მისი აზრით, საქართველოს არ ყავს პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საზოგადოებასა და პარლამენტს კონკრეტული გზავნილები მიაწოდოს.

”მის მოხსენებას ლაიტმოტივად დასდევდა არაადეკვატურობა იმ გზავნილების, რომელიც ქონდა პრეზიდენტს. ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა მხოლოდ ნოე ჟორდანიასა და ზურაბ ჟვანიას დამსახურებაზე ისაუბრა და არ ახსენა მისი წინამორბედი, ზვიად გამსახურდია, რომელმაც უშუალოდ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და ამისათვის მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა. ეს მიანიშნებს იმას, რომ მარგველაშვილს არ აქვს პრეზიდენტისათვის დამახასიათებელი ხედვა და პირადი მოტივაციებით საუბრობს არამხოლოდ მიმდინარე მოვლენებზე, არამედ ისტორიულ პერიპეტიებზე, რაზეც ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს” – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. გიორგი მარგველაშვილი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საათნახევრის განმავლობაში საუბრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები