LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბები საქართველოს ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად ასახელებენ

63

საჭიროა მეტი ინვესტიციები საქართველოში, უფრო მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და უფრო მეტი ინტერესის გამოჩენა საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი,- ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტრმა სულთან ბენ საედ ალ მანსურიმ განაცხადა.

არაბთა გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და დუბაის საინვესტიციო ფორუმში მონაწილე ბიზნესკომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრაში მონაწილეობდა.

მისი თქმით, საქართველო ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანაა, რასაც არაბ ვიზიტორთა რიცხვის მკვეთრი ზრდაც ადასტურებს.

როგორც ”ფორტუნას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დუბაის საინვესტიციო ფორუმში მონაწილე ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, მიმზიდველი ბიზნესგარემო და ქვეყნის განვითარების მიზნით დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის განვითარება. არაბთა გაერთიანებული საემიროები არის ქვეყნის დინამიკური, სწრაფი განვითარების შესანიშნავი მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი ვიზიტის მიზანია თქვენს ქვეყანასთან და კომპანიებთან უფრო მჭიდრო პარტნიორობის დამყარება,”- აღნიშნა პრემიერმა.

შეხვედრას კომპანიების: “Chairman&Ceo OF DP World”-ის, “Sharaf Group”-ის, “Majid Al Futtaim Holding Ceo”-ისა და “Strada “Ontime Group”-ის წარმომადგენლები და ქართული კომპანიების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში სტუმრობა შესთავაზა, რათა ადგილზე გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რასაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები