LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არადა მეგონა, რომ ყოველივე ეს, უკვე წარსული იყო“ – 52 წლის კამერონ დიასის „დიდი დაბრუნება“ და უახლესი ფოტოები „ვოგისთვის“

141
page

როგორც ცნობილია, კამერონ დიასი მრავალწლიანი შემოქმედებითი პაუზის შედეგ დაბრუნდა. მისი ახალი ფილმი გახლავთ „სინამდვილეში დაბრუნება“ (Back in Action), რომელშიც მას ჯეიმი ფოქსი და გლენ კლოუზი უწევენ პარტნიორობას.

კინოინდუსტრიაში დაბრუნებას, მისიმ გლამური გამოცემის გარეკანზე გამოჩენაც მოჰყვა. 52 წლის მსახიობი მექსიკური „ვოგის“ ახალი ნომრის სტუმარია. ფოტოგრაფ, ჯინა როიას ობიექტივში ვარსკვლავმა „პრადას“, „სტელა მაკ-კარტნისა“ და „გაბრიელა ჰორსტის“ „ლუქები“ მოირგო.

„არადა მეგონა, რომ ყოველივე ეს უკვე წარსული იყო და მთელი ჩემი დროის ოჯახისთვის დათმობას ვაპირებდი. მე იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც სტილს, კომფორტს ამჯობინებენ“, – განაცხადა დიასმა

ცნობისთვის, კამერონის ბოლო ფილმი „ენნი“, ეკრანზე 2018 წელს გამოვიდა. რაც შეეხება მსახიობის პირად ცხოვრებას, 2015 წელს ვარსკვლავი ცოლად ბენჯი მედენს გაჰყვა. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

ფოტო/ვიდეო: მომაჯადოებელი ღიმილი და პალტო შლეიფით – 52 წლის კამერონ დიასი მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ახალი ფილმით ბრუნდება

ასაკი დაეტყო, მაგრამ ისევ ისეთი ლამაზია – 52 წლის კამერონ დიასის იშვიათი გამოსვლა წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები