„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ და შესაბამისად, ამ სიმძიმის გათვალისწინებით, გადავადების კრიტერიუმებში ჯდება” – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები პროცესზე კომპეტენციას გაცდენილ კითხვები დასვეს.
„მე არ გავღიზიანებულვარ, გამოკითხვის ძალიან ჩვეული რეჟიმი იყო სასამართლო პროცესზე. რაც შეეხება პენიტენციურ მხარეს, ისინი ძალიან გაღიზიანდნენ, დაიბნენ და შესაბამისად, საერთოდ კომპეტენციას გაცდენილ კითხვებს სვამდნენ და ინტერპრეტაციებსაც აკეთებდნენ ისეთს, რომლებიც დასკვნაში არ ეწერა.
ისინი უბრალოდ არაკომპეტენტურები არიან, არაერთგზის დადასტურდა, რომ პაციენტის მიმართ აქვთ ბულინგის განწყობა, აბულინგებენ, დისკრიმინაციული განწყობა აქვთ ადამიანის მიმართ და მათი სახე ცხადი გახდა, რომ არ არის პატიმრის ინტერესების დაცვა, რაც პენიტენციური სამსახურის ამოცანას შეადგენს. არც ჭეშმარიტების დადგენა არ არის მათი საქმე. რაც შეხება კომპეტენციის საზღვრებს, ისინი არცერთი არ არიან კომპეტენტური ამ დასკვნის მიმართულებით, არცერთ სფეროში, სამედიცინო სფეროს ვგულისხმობ და შესაბამისად, კითხვები იყო კომპეტენციას გაცდენილი.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ და შესაბამისად, ამ სიმძიმის გათვალისწინებით, გადავადების კრიტერიუმებში ჯდება“,- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.