LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭკუასუსტობა – ტერმინი, დიდი ხანია არ გამოიყენება და გთხოვთ, ამოიღოთ ხმარებიდან – მარიამ ჯიშკარიანი პენიტენციური დეპარტამენტის იურისტს

436
BeFunky-collage (3)

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ სუბიექტური ხართ და პაციენტის დისკრიმინაცია გინდათ” , – ასე მიმართა ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა პენიტენციური დეპარტამენტის იურისტს ნიკა აბრამიშვილს მას შემდეგ, რაც მან ჯიშკარიანს ჰკითხა, ადასტურებს თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს გამოხატული ჭკუასუსტობა ანუ დემენცია.

ჯიშკარიანის თქმით, ტერმინი ჭკუასუსტობა დიდი ხანი აღარ გამოიყენება და ამ ტერმინის გამოყენებით მხოლოდ და მხოლოდ პაციენტისადმი დამოკიდებულების გამოხატვაა შესაძლებელი და არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის.

„ჭკუასუსტობა – ტერმინი, დიდი ხანია არ გამოიყენება და გთხოვთ, ამოიღოთ ხმარებიდან ეს ტერმინი. ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ხასიათობრივ მიმართებას გამოხატავს პაციენტისადმი და მინდა გითხრათ, რომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ სუბიექტური ხართ და პაციენტის დისკრიმინაცია გინდათ. რაც შეეხება დემენციას, ბევრჯერ დაგიდასტურეთ უკვე.

ამასთან, დაუზუსტებელი დემენცია რითია გამოწვეული, თუ დაადგენთ, ახლა ამოწურული იქნება პრობლემა და სააკაშვილს ვუმკურნალებდით. დაუზუსტებელი დემენცია, რითია გამოწვეული – ამ შემთხვევაში ინტოქსიკაცია დგას ალბათობის მაღალ კატეგორიაში. მაგალითად, ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ჩვენი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სხვა ქიმიური ნაერთებიც არის გამოსარიცხი. რომ დავაზუსტოთ, რითია გამოწვეული [დემენცია],გვჭირდება სრული ტოქსიკოლოგიური კვლევა, მათ შორის ქიმიური და რადიაქტიური ნაერთების“,- განაცხადა ჯიშკარიანმა.

არევაძე ჯიშკარიანს – ქალბატონო მარიამ, არც ჩვენს დასამოძღვრად ხართ აქ მოსული და არც ჭკუის სასწავლებლად, რაზეც კითხვას დაგისვამენ, იმას უპასუხეთ

პოპულალურები