LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არანაირი დათქმა არ ყოფილა, იყო რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შეასრულოს ქვეყანამ, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი“ – სოზარ სუბარი ევროკავშირის რეკომენდაციებზე

146
სოზარ სუბარი

„არანაირი დათქმა არ ყოფილა, იყო რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შეასრულოს ქვეყანამ, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ევროკავშირის რეკომენდაციებზე საუბრისას განაცხადა.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

მისი თქმით, ოპოზიციის ყველა მცდელობა, რომ საქართველოს არ მიეღო დადებითი რეკომენდაცია, მარცხით დასრულდა.

დავითულიანი: „ჩვენ ვამტკიცებთ, რომ 12 რეკომენდაციიდან შევასრულეთ დაახლოებით, ცხრა“

„ყოველდღიურად რამდენიმე განცხადება კეთდებოდა, რომ საქართველო არ იმსახურებს და, შესაბამისად, არ უნდა მიიღოს სტატუსი. როდესაც ამბობდნენ, რომ საქართველო არღვევს რუსეთისადმი დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, ან, თითქოს საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, ესეც იყო ირიბი მოწოდება, რომ სტატუსი ვერ მიგვეღო, თუმცა იყო პირდაპირი მცდელობებიც, რომ სტატუსის მიღება დაეკავშირებინათ, ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან.

როდესაც ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილება დადებითისკენ გადაიხარა, ამის შემდეგ ოპოზიცია ცდილობდა, რომ სტატუსი დამძიმებულიყო მთელი რიგი დათქმებით, რომელთა შესრულებაზეც პირდაპირ იქნებოდა დამოკიდებული დეკემბერში სტატუსის მიღება. საბოლოოდ, ოპოზიციის სავალალოდ, არანაირი დათქმა არ ყოფილა, უბრალოდ, არის რეკომენდაციები, რომლებიც შემდგომ – მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლამდე უნდა შესრულდეს და მათი რაოდენობა საბოლოო გაწევრიანებაზე არაერთხელ გაიზრდება. ეს რეკომენდაციები თანაბრად ექნება შესასრულებელი საქართველოსაც, მოლდოვასაც, უკრაინასაც და იმ ქვეყნებსაც, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი დიდი ხანია აქვთ და იმათაც ვინც უკვე იმყოფებიან მოლაპარაკებების ეტაპზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს“ – რა გამოხმაურება მოჰყვა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ოპოზიციაში

პრეზიდენტი: „ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“

ირაკლი კობახიძე: „მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისიას სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის – ეს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურებაა“

პრემიერი: „დღევანდელი დღე არის დამაგვირგვინებელი ჩვენი 11-წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა“

„მთავარი ბრძოლა არის წინ – ოლიგარქის ხელისუფლების მოშორება და ეს ჩვენი გასაკეთებელია.. სწორედ ამ ხელისუფლების მოშორება გაგვიხსნის გზას ევროკავშირის წევრობისკენ“ – მიხეილ სააკაშვილი

„ეს არის ჩვენი ხალხის, ჩვენი თანამოქალაქეების თავგანწირული ბრძოლის შედეგი“ – ბადრი ჯაფარიძე

პოპულარულები