რატომ გვიჭირს არას თქმა? – ამ თემაზე ისაუბრა საშა კაცმანმა გადაცემაში „კაცმანის სხვა პოდკასტი“.
კაცმანი ამბობს, რომ ამ დროს ადამიანებს ეშინიათ, თუ როგორ გამოიყურებიან სხვის თვალში, რაც არასწორია:
„არას“ თქმა იმიტომ გვიჭირს ადამიანებს, რომ ჩვენ გვეშინია, როგორ გამოვიყურებით სხვის თვალში როცა ვამბობთ „არას“.
როგორ მიიღებს სხვა ადამიანი ჩვენ „არას“. ჩვენ ზედმეტად ვფიქრობთ იმაზე, თუ რას იფიქრებს ჩვენზე ხალხი.
როდესაც ეს ტვირთი გვაწევს, გვიჭირს „არას“ თქმა, ყველაზე მეტად როდესაც არას არ ვამბობთ, სინამდვილეში ჩვენ „არას“ ვეუბნებით ჩვენს თავს.
იმიტომ, რომ იმ მომენტში გულწრფელად არ ვამბობთ რა ხდება ჩვენში.
არ ვამბობთ „არას“ ვამბობთ „კი“ და ამით „არას“ ვეუბნებით ჩვენს თავს.
როცა „არას“ ეუბნები საკუთარ თავს, ღალატობ მას.
დაფიქრდით ამაზე“ – ამბობს კაცმანი.
რატომ გვიჭირს არას თქმა? #სიცოცხლისენა #საშაკაცმანი #ცნობიერიცხოვრება #გადატვირთვა #პირადიგანვითარება
Posted by კაცმანის სხვა პოდკასტი on პარასკევი, 15 აგვისტო, 2025