LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასამთავრობო ორგანიზაციები – შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი

173
o8ymzds7cgg8ujd

”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 3 ივნისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციები შემაშფოთებელს უწოდებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო “კვლავ განაგრძობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უკანონოდ დაკავების პრაქტიკას”.

“ვეხმიანებით, ბათუმში, ევროპის მოედანზე განვითარებულ მოვლენებს. გუშინ, 3 ივნისს, ბათუმში მშვიდობიან აქციაზე ბანერების გაშლის გამო პოლიციამ ექვსი პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დააკავა.

შემაშფოთებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უკანონოდ დაკავების პრაქტიკას, რაც გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

როგორც ცნობილია, 2 ივნისს, თბილისში პარლამენტის წინ, მსგავსი შინაარსის ბანერების გამო, მშვიდობიანი შეკრების 7 მონაწილე დააკავეს, რომლებიც თელავის, გურჯაანისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. შსს-ს ამ დრომდე, დაკავებულთა რეგიონალურ იზოლატორებში გადაყვანის საჭიროებასთან დაკავშირებით რაიმე განმარტება არ გაუკეთებია. რაც ამძაფრებს ეჭვებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი, დაკავებულთათვის დაცვის უფლების შეზღუდვა და ადვოკატებთან შეუფერხებელი კომუნიკაციის ხელშეშლა შეიძლება ყოფილიყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაკავებულებს დაუსაბუთებლად, დაკავების ვადა 48 საათამდე გაუხანგრძლივდათ.

შემაშფოთებლად მიგვაჩნია, შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი.

მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავება, გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული!”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g