შარტავას ქუჩაზე მძიმედ დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი ისრაელიდან გერმანიაში ხვალ მიემგზავრება. როგორც დაშვებული მოზარდის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი “ფორტუნასთან” საუბრისას ამბობს, დათი გერმანიაში რეაბილიტაციის კურსს გაივლის.
“საღამოს მივფრინავთ, რეაბილიტაციას იქ გავივლით. არავინ არაფერს დაგვპირებია იქ, უბრალოდ ისრაელში იმდენად კატეგორიული უარი გვითხრეს, რომ აზრი აღარ ჰქონდა აქ დარჩენას, ამიტომ გადავწყვიტეთ სხვაგან ვცადოთ ბედი. თუ იქაც არ გამოვიდა სხვა გზას მოვძებნით სადმე… მე მჯერა რომ უფალი ასე არ დაგვტოვებს და აუცილებლად გამოჩნდება სადმე გამოსავალი”, – ამბობს დათის დედა.
იქამდე, ქრისტინე მამუკაშვილმა სოციალურ ქსელში ისრაელის კლინიკის პერსონალთან გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნა.
„მიყვარხართ და ჩემი გული თქვენთან რჩება. მომენატრებით უზომოდ. მადლობა ყველაფრისთვის“, – დაწერა მან.