„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და კანონპროექტის მოწინააღმდეგეებზე ბოლო დღეებში განხორციელებულ თავდასხმებს, აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ცისნამი საყვარლიშვილი ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, აღნიშნული კანონპროექტი უკან გაიწვიოს:
„მინდა ყველანი გაგაფრთხილოთ! მე ვარ ამერიკის მოქალაქე, ჩემი სახელი და გვარი გადაცემულია ამერიკის საელჩოში. მე მიცავს ამერიკა! ამერიკა თავისი მოქალქეების უსაფთხოებისთვის ყველაფერს გააკეთებს! არც გაბედოთ ჩემთან მოახლოება და ხელის დაკარება. მე ვარ მშვიდობიანი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც მოგიწოდებთ უკან გაიწვიოთ რუსული კანონი და მოუსმინოთ საკუთარ ხალხს! დემოკრატია სწორედ ამას ნიშნავს! ხალხის ხმას, ხალხის მმართველობას!
ყური უგდეთ ხალხს! ასე აჯობებს თქვენთვის და ქვეყნისთვის! მადლობა ყურადღებისთვის!“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, 15-წლიანი ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებული ცისნამი საყვარლიშვილი, ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე რუსთაველის გამზირზე მივიდა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდა.
მინდა ყველანი გაგაფრთხილოთ! მე ვარ ამერიკის მოქალაქე, ჩემი სახელი და გვარი გადაცემულია ამერიკის საელჩოში. მე მიცავს…
Posted by Tsisnami Sakvarlishvili on ხუთშაბათი, 09 მაისი, 2024