LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც ქარიზმა აქვს, არც მაინც და მაინც პოპულარობა.. გუშინდელი დღიდან რჩება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად“ – კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე

188
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

„სალომე ზურაბიშვილს არც ქარიზმა აქვს, არც მაინც და მაინც პოპულარობა, ერთადერთი, სადაც მას მხარდაჭერა აქვს, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი“, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების დროს ოპოზიციის მხარეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი უკვე ოპოზიციის მხარეს არის. ამასთან, როგორც მმართველი გუნდის თავმჯდომარე ამბობს, პრეზიდენტი არ აფინანსებდა ვიზიტებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან იცოდა, რომ მას არ ჰქონდა ვიზიტების განხორციელების ნებართვა.

პრეზიდენტი „ოცნებას“: „დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება.. დღევანდელი დღით არაფერი დამაკლდება, არც ხალხის ნდობა, არც სიყვარული“

„თურმე გეწყინათ, რომ პატარა კაცები გიწოდეთ, დაელოდეთ, როგორ შეგამკობენ თქვენი შვილები“ – სალომე ზურაბიშვილი

„რატომ არ აფინანსებდა ბიუჯეტიდან მის არალეგიტიმურ ვიზიტებს? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის, შეიძლება, ამ წლის განმავლობაში მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, მაგრამ როგორც კი ამოიწურება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა, მაშინვე შეიძლება, მოხდეს ასეთი სისხლის სამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია, ამიტომ ეშინოდა მას სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის დარღვევის, როდესაც ბიუჯეტიდან არ გასწევდა ხარჯებს ვიზიტებისთვის.

გუშინდელი დღის შემდეგ საერთოდ არ არის აქტუალური და საინტერესო სალომე ზურაბიშვილი. გუშინდელი დღიდან ის რჩება მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად, ამ ქვეყანას ვერაფერს დაუშავებს, როგორც სამადაშვილს და ხაბეიშვილს არ შეუძლიათ არაფრის დაშავება ამ ქვეყნისთვის, ასევე ვერ დაუშავებს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g