LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ გორდულაძე: ჩვენთვის, როგორც ოკუპირებული ქვეყნისათვის, უმნიშვნელოვანესია, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გაიწვიოს ე.წ. სახელმწიფოების აღიარების შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლებიც ჩვენი განუყოფელი ნაწილია და პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს

298
არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ვენესუელაში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოსთვის, როგორც ოკუპირებული ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ სახელმწიფომ, რომლებსაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად აქვს აღიარებული, ეს გადაწყვეტილება გააუქმოს.

გორდულაძის განმარტებით, ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს საზღვრების ურღვეობის პრინცპს და საქართველოს სუვერენიტეტს.

გია ვოლსკი: „რა კონფიგურაციის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, მათ შორის ვენესუელის მხრიდან“

„ჩვენთვის, როგორც ოკუპირებული ქვეყნისათვის, უმნიშვნელოვანესია, რომ რამდენიმე ქვეყნის მიერ აღიარებული ე.წ. სახელმწიფოები, რომელიც ჩვენი განუყოფელი ნაწილია, სადაც კონტროლს რუსეთის ფედერაცია ახორციელებს რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გაიწვიოს აღიარების შესაბამისი გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ, პატივი იქნეს ნაცემი საზღვრების ურღვეობის უმთავრეს პრინციპთან და ჩვენი ქვეყანა, რომელიც აღიარებლია გაეროს მიერ, ყველა ქვეყანამ პატივი სცეს გაეროს გადაწყვეტილებას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს“. – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

„აფხაზეთის რესპუბლიკა საერთაშორისო აღიარებას თვითმიზნად არ განიხილავს“ – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრის მოადგილე საქართველოს საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g