LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ გორდულაძე: ნებისმიერ განცხადებაზე, რომელიც იქნება ყველანაირ საფუძველს მოკლებული, რომელიც იქნება პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, ქართველი ხალხის პასუხი იქნება ისეთი, როგორიც ეს ეკადრება ღირსეულ ადამიანებს

129
არჩილ გორდულაძე

„საინტერესოა თავიანთ ქვეყნებში ადამიანებმა სახეში რომ ულაწუნონ პოლიციელებს, პირდაპირ მაშხალები ესროლონ, ცოცხლად დაწვის მცდელობები რომ ჰქონდეთ პოლიციელებისა მაშინ რა რეაქცია ექნებათ?!“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადებას, რომელშიც ბიურო „საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას“.

როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, ნებისმიერ განცხადებაზე, რომელიც იქნება ყველანაირ საფუძველს მოკლებული, რომელიც იქნება პირდაპირ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, ქართველი ხალხის პასუხი იქნება ისეთი, როგორიც ეს ეკადრება ღირსეულ ადამიანებს.

„ან საკუთარ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნების შემთხვევაში ვინმემ სხვამ, თუნდაც ქართველმა რომელიმე პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთოს, რომ ჩვენ არ ვცნობთ არჩევნებს იმიტომ, რომ და იმიტომის მერე რატომ არ ცნობენ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა განცხადებებს გააკეთებენ და როგორი იქნება მათი დამოკიდებულება?!

შესაბამისად ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება ყველანაირ საფუძველს მოკლებული, რომელიც იქნება პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები, ურჩევნიათ ამ ადამიანებს რომ გაჩუმდნენ მაინც, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ხალხის პასუხი იქნება რა თქმა უნდა ისეთი, როგორიც ეს ეკადრება ღირსეულ ადამიანებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g