LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ერთი დიდი დისკოთეკა იქნება, სადაც მოსულ სტუმრებს ლელასთან ერთად შეეძლებათ სიმღერა და მაქსიმალურად გართობა” – მზადება 4 ოქტომბრის კონცერტისთვის

328
lela-wurwumia-news12121

თაკო მელიქიშვილის საავტორო გადაცემას ,,რადიო დუეტი” ლელა წურწუმია და მამულიჩა, 4 ოქტომბერს სპორტის სასახლეში დაგეგმილი გრანდიოზული სოლოკონცერტის დეტალებით სტუმრობდნენ… 

მოგვიყევით როგორ ემზადებით კონცერტისთვის?

მამულიჩა:

ძალებს არ ვიშურებთ, ძალიან მაგარ შოუს გპირდებით, ეს იქნება ყველასგან განსხვავებული კონცერტი, კოსტიუმირებული, გვეყოლება ,თედასის” მოცეკვავეები და ასევე ჰიპ-ჰოპის განხრით ირაკლი ფიფიას ,,მე სტუდიო”. გვყავს მოწვეული შემსრულებლები, ძირითადი ,,ნონ სტოპ” ბენდი იქნება, მედუეტეებს ჩამოგითვლით: სტეფანე, დუეტი ჯორჯია, ნოდიკო ტატიშვილი. ”მს ლაითი” იქნება განათებით, გენა მამედოვი აპარატურით, დიჯეი ,,ჰოლი მოლი”, რომელთან ერთადაც სიმღერების ძალიან საინტერესო ელექტრონული ვერსიები გაიჟღერებს. უცხოელი ხმის რეჟისორები ჩამოგვყავს, რომლებიც ჟღერადობაზე იმუშავებენ. ველოდებით ჩვენი თაყვანისმცემლების დიდ არმიას და ეჭვი არ მეპარება, რომ სპორტის სასახლეში 4 ოქტომბერს ძალიან ბევრი ხალხი იქნება. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ბილეთები ძალიან ხელმისაწვდომი ყოფილიყო, რათა ყველამ შეძლოს მოსვლა. ვინც ამ კონცერტზე მოვა ადგილზე ვერ დაჯდება, წინ დიდი საცეკვაო არეალი მოეწყობა, ერთი დიდი დისკოთეკა იქნება, სადაც მოსულ სტუმრებს ლელასთან ერთად შეეძლებათ სიმღერა და მაქსიმალურად გართობა.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g