LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვფიქრობ ეს სიმღერა ბევრ შეყვარებულ-გადაყვარებულ ადამიანს მოხვდება გულზე” – გიორგი ბარამაშვილი

305
giorgi-baramashvili-ardaidardo-2019-10-02-11-46-03-412942

რადიო დუეტს” მომღერალი და კომპოზიტორი, არა ერთი საინტერესო პროექტის ავტორი გიორგი ბარამაშვილი სტუმრობდა, მან პირდაპირ ეთერში ცოცხალი შესრულება შემოგვთავაზა, საკუთარ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა, გადაცემის მიწურულს კი ახალი სიმღერა დააპრემიერა.

გიორგი შენ ხარ სილამაზის კონკურსის ორგანიზატორი, მოგვიყევი ამის შესახებ?

მე და თბილისი არტ ჰოლს სილამაზის კონკურს-ფესტივალები გვაქვს, ჩვენთან არ ხდება ჩაწყობა. ჩვენს პროექტში განსაზღვრული ასაკი გოგონებში არის 18 წლის ჩათვლით,  ვაჟებში  კი 14 წლამდე. ძნელია ბავშვებში გამოარჩიო ერთი საუკეთესო, ამიტომ გვყავს უამრავი დასახელების გამარჯვებული. დეკემბრის დასაწყისში ვგეგმავთ კონკურსს, ფეისბუქ გვერდზე განთავსდება რეკლამა, ასევე სკოლებშიც გაიცემა ფლაერები, კასტინგს დავუთმობთ ერთ დღეს სავარაუდოდ ეს იქნება 9 ნოემბერი, ლოკაცია რა თქმა უნდა თბილისი არტ ჰოლი. ეს იქნება ასევე სატელევიზიო პროექტი, გავა მიუზიკ ბოქსის ეთერში, გადაცემა ტოპ ქიდსში, ასევე გავა ბათუმი ტვ-ზე.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები