LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არესტოვიჩი: საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა

354
BeFunky-collage (3)

უკრაინა არ ერევა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკაში, თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი, მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა აღიარეს დასავლეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილად, რომელიც დიქტატურებს ებრძვის. არესტოვიჩის თქმითვე, ამის ერთ-ერთი დასტური ისაა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ოცეულის შეხვედრაზე მიიწვიეს.

“ისინი ჩვენ გვაჩვენებენ, რომ უკრაინა არის აღიარებული ქვეყნად, რომელიც რკინის ფარდის გამოღმაა და შეწყდა დისკუსია იმის შესახებ, არის თუ არა უკრაინა ღირსეული სახელმწიფო, არის თუ არა განვითარებული საზოგადოება, ხომ არ არის ეს ნაწილობრივი დემოკრატია. ეს დისკუსიები დასრულდა. ჩვენ გვითხრეს, რომ დასავლეთი თქვენთვის იბრძვის.

ისინი ასევე მზად არიან, დაიცვან მოლდოვაც და დაიცავდნენ საქართველოსაც, ამ ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება უცნაურად რომ არ იქცეოდეს. მე ვიცი, რომ ამას მოჰყვება კომენტარები.

ვიცი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა, მინისტრებიც გამოვიდნენ. მოდით, ყურცქვიტებო, გეტყვით შემდეგ რამეს – საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ქართველი ხალხი განსაზღვრავს, თუ როგორ პოლიტიკას აწარმოებს საქართველო უკრაინის მისამართით.

უკრაინა არ ერევა თქვენს სუვერენულ პოლიტიკაში, მათ შორის არც ჩემი, არესტოვიჩის განცხადებებით. თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი სახელმწიფო. მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე. ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g