LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არეულობის შესაჩერებლად სამხედროების გამოყვანის წინააღმდეგი ვარ – აშშ-ის თავდაცვის მდივანი

125
Untitled

საპროტესტო აქციებზე ძალადობის აღსაკვეთად მოქმედი სამხედროების გამოყენებას მხარს არ ვუჭერ, – ეს განცხადება შტატების თავდაცვის მდივნმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე პენტაგონში გააკეთა. მარკ ესპერის თქმით, მსგავს სიტუაციებში საუკეთესო გამოსავალი ეროვნული გვარდიის დახმარებაა.

” მხარს არ ვუჭერ „ამბოხების შესახებ კანონის“ ამოქმედებას. მოქმედი სამხედრო ძალების სამართალდამცველების როლში გამოყენება მხოლოდ უკიდურეს, გადაუდებელ და მწვავე შემთხვევებში შეიძლება. ამჟამად, ჩვენ არც ერთი ეს სიტუაცია არ გვაქვს“, – განაცხადა მან პენტაგონში გამოსვლისას.

ამასთან, თავდაცვის მდივანი აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას „საზარელ დანაშაულად“ მიიჩნევს.

აშშ-ში უკვე ერთ კვირაზე მეტია, პოლიციის ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება, რომლებიც ძალადობასა და ძარცვაში გადაიზარდა. დემონსტრაციები მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.

რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ გუბერნატორები უფრო ხისტად არ იმოქმედებენ წესრიგის დასაცავად, მაშინ ის მზად არის, ამ მიზნით სამხედროების გამოიყენოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g