არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში, პარკში Bosques de Palermo გაიმართა მასობრივი ღონისძიება სახელწოდებით Golden Wave, რომელიც მიზნად ისახავდა გლობალური რეკორდის დამყარებას – ერთ სივრცეში მაქსიმალურად ბევრი ოქროს რეტრივერის შეკრებას.
ღონისძიებაზე ოფიციალურად 2 397 გოლდენ რეტრივერი დარეგისტრირდა – ეს, როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, აჭარბებს წინა რეკორდს, რომელიც 2024-ში ვანკუვერში დაფიქსირდა და მაშინ 1 685 ძაღლი გააერთიანა.
ღონისძიების ორგანიზატორი, არგენტინელი აქტივისტი და „გოლდენების“ მოყვარული ფაუსტო დუპერე ამბობს, რომ ღონისძიების მიზანი იყო არა მხოლოდ რეკორდის დამყარება, არამედ იმის ჩვენება თუ რამხელა სიყვარულია ადამიანების და შინაური ცხოველების ერთობაში. „ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც არგენტინის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება,“ – განაცხადა ორგანიზატორმა.

მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბევრი თვლიდა, ასეთი მასიური შეკრება შეიძლება უსაფრთხოებისა და დისციპლინის თვალსაზრისით არც თუ ისე ჭკვიანური ყოფილიყო, თუმცა მონაწილეთა თქმით, ყველაფერმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. ძაღლები იყვნენ მშვიდები, მეგობრულები და რაც მთავარია – მათი მფლობელები სახლებში თბილი მოგონებებით დაბრუნდნენ.