ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ არიანა გრანდე ,,ოქროს გლობუსზე” წარადგინა. გრანდემ პრესტიჟული კინო და სატელევიზიო მოვლენის ნომინაცია, პირველად მიიღო. პრემიის კინოს კატეგორიიდან სურათში – Wicked მონაწილეობისთვის, მას ნომინაცია – ,,ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში” მიენიჭა. ფენტეზის ჟანრის ფილმში მან კეთილი ჯადოქრის, გლინდას როლი მოირგო.
აღსანიშნავია, რომ ამ ნომინაციაში არიანას ერთ-ერთი კონკურენტი, ფილმში – Emilia Pérez განსახიერებული ჯესი დელ მონტეს როლით, სელენა გომესია. გომესი პრემიის სატელევიზიო კატეგორიის ნომინანტთა შორისაც მოხვდა. სატელევიზიო შოუში – Only Murders in the Building მეიბელ მორას როლისთვის მან ზედიზედ მესამედ, ნომინაცია – ,,საუკეთესო მსახიობი ქალი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში” მიიღო.
,,ოქროს გლობუსი” 2025 წლის პირველი მნიშვნელოვანი დაჯილდოება იქნება. 82-ე Golden Globe Awards 5 იანვარს გაიმართება.
დაჯილდოების ნომინაციებს ჟაკ ოდიარის ,,ემილია პერესი‘ ლიდერობს. ფილმს 10 ნომინაცია აქვს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ,,ოქროს გლობუსი” ,,ოსკარების” გენერალურ რეპეტიციადაა აღიარებული, არიანა გრანდეს შანსები მომავალი წლის ,,ოსკარებზე” ნომინირების მხრივ, მნიშვნელოვნად გაიზარდა.
2025 წლის ,,ოქროს გლობუსის” ნომინანტთა სრული სია იხილეთ აქ.