2026 წლის 25 ნოემბერს, ეკრანებზე საკულტო ფილმის – Meet the Parents მეოთხე ნაწილი გამოვა.
კომედია, რომელშიც მთავარ როლებს რობერტ დე ნირო და ბენ სტილერი ასრულებენ, პირველად მაყურებელმა 2000 წელს ნახა.
როგორ განვითარდება მოვლენები კინოსურათის მომავალ ეპიზოდში, ჯერჯერობით უცნობია.
ახლახან, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფილმში არიანა გრანდეც მიიღებს მონაწილეობას. ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს მოირგებს, რომელიც დე ნიროს პერსონაჟთან ერთადაც ამღერდება.
არიანა გრანდესა და რობერტ დე ნიროს გზები გადასაღებ მოედანზე პირველად გადაიკვეთება.