26 ივნისს, არიანა გრანდემ ოქროს დაბადების დღე აღნიშნა. 26 წლის შემსრულებელმა იუბილე თაყვანისმცემლებთან ერთად, ტორონტოში გამართულ კონცერტზე იზეიმა.
საღამოს კულმინაციური მომენტად, სცენაზე ახალგაზრდა მომღერლის ოჯახის წევრების გამოჩენა იქცა. მათ Scotiabank Arena-ზე შეკრებილ 20, 000 მელომანთან ერთად, არტისტს Happy Birthday უმღერეს.
There’s no greater feeling than singing #HappyBirthdayArianaGrande to @ArianaGrande 🥳🙌🏽🤗 #sweetenerworldtour #champagnebirthday pic.twitter.com/jk2bvvbpRf
— iHeartRadio Canada (@iHeartRadioCA) June 27, 2019
აღმოჩნდა, რომ არის მოულოდნელი საჩუქარი კულისებშიც ელოდა. მეგობრებმა ბექსთეიჯი სადღესასწაულო დეკორაციებით გააფორმეს.
Happy birthday, @arianagrande! Hope you enjoy the old school “kids-themed” birthday party we set up for you in catering backstage 🎈🎉 #SweetenerTour pic.twitter.com/WHNSJ2xf5T
— Scotiabank Arena (@ScotiabankArena) June 26, 2019
შეგახსენებთ, რომ არიანა გრანდე მეოთხე და მეხუთე სტუდიური ალბომების, Sweetener (2018 წ.) და Thank U, Next (2019 წ.) მხარდასაჭერ მსოფლიო ტურნეში იმყოფება.