LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არის ადგილები, სადაც ჯერჯერობით ფეხითაც ვერ ხერხდება მიახლოება. დიდთოვლობის შედეგად გადატეხილი ხეები დაეცა ელექტროგადამცემ ხაზებს“ – „ენერგო-პრო ჯორჯია“

116
ენერგო - პრო ჯორჯია

მთელი საქართველოდან დასახმარებლად ჩასული ელექტრიკოსების დამატებითი ბრიგადები სტიქიის ზონაში მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, მარტვილში და აბაშაში, სადაც სოფლების ნაწილს შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია.

„ენერგო-პრო ჯორჯიის“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს უშლის გადაადგილების პრობლემა. სადაც სპეციალური ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა. კომპანიის თქმით, არის ადგილები, სადაც ჯერჯერობით ფეხითაც ვერ ხერხდება მიახლოება. დიდთოვლობის შედეგად გადატეხილი ხეები დაეცა ელექტროგადამცემ ხაზებს. სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა სხვა ენერგოინფრასტრუქტურაც.

ირაკლი კობახიძე – სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს – გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე

,,სტიქიის დაწყებიდან მოკლე დროში მოვახდინეთ შესაბამისი ტექნიკის და სამუშაო ცოცხალი ძალის მობილიზება. ვმუშაობთ შეუსვენებლად. ვცდილობთ, მივიდეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია თუ შეუძლებელი. სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ აღდგება ყველა დაზიანებული ენერგოინფრასტრუქტურა და აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს“, – აცხადებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ გზებზე არსებული ვითარება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g