LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის ხმები, რომ საქართველო ბოლომდე ჩართული არაა სანქციებში – ღარიბაშვილმა დამარწმუნა, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს – პოლონეთის პრემიერი

109
276057102_337673355063219_4013826930477641284_n

პოლონეთის პრემიერ მინისტრის, მათეუშ მორავიეცკის განცხადებით, არის ხმები, რომ საქართველო სანქციებში ბოლომდე არაა ჩართული, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა დაარწმუნა, რომ ქვეყანა აგრესიის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს. – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ საქართველოს პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„არის ხმები, თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია“,

მისი თქმით, უკრაინის მდგომარეობის ყველაზე კარგად საქართველოს მოსახლეობას ესმის, რადგან საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა შევაჩეროთ ეს აგრესია. რა შეიძლება გაკეთდეს?! სანქციების პაკეტები, რომლებიც უკვე მიღებული იქნა ევროსაბჭოსა თუ ევოკომისიის მხრიდან, პოლონეთი მათ ინიცირებას ახდენს.” – აღნიშნა პრემიერმა მორავიეცკიმ.

მისი განცხადებით, აქვთ სურვილი რომ გაფართოვდეს სანქციები და თითოეულ დაბომბილ სახლს კიდევ ერთი სანქცია ემატებოდეს, რადგან უკრაინის მიმართ ეს ბარბაროსული მიდგომა მისაღები არ არის.

“გვინდა, რომ ეს სანქციები გაფართოვდეს და თითოეულ დაბომბილ სახლს კიდევ ერთი სანქცია ემატებოდეს, რადგან უკრაინის მიმართ ეს ბარბაროსული მიდგომა მისაღები არ არის. არის ხმები, რომ თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია და მხარი დაუჭიროს უკრაინას, დაიცვას უკრაინის თავისუფლება და სუვერენიტეტი. ვინ შეიძლება უკეთესად გაიგოს უკრაინისა, თუ ქართველებმა არა. ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – ეს არის 20% საქართველოსი, რომელიც დაკავებული არის ოკუპანტების მიერ“, – თქვა პოლონეთის პრემიერმა.