LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არქეოლოგებმა ჩინეთის პირველი იმპერატორის შვილის განძით სავსე სამარხს მიაგნეს

119
Dana-islands

იმპერატორი შიხუანდის მავზოლეუმში აღმოაჩინეს 16 ტონიანია სარკოფაგი, რომელიც მთლიანად განძითაა სავსე, წერს Arkeonews. დიდი ალბათობით, სარკოფაგი ჩინეთის პირველი იმპერატორის ლეგენდარულ შვილს ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ცინ შიხუანდიმ ააშენა ქვიშის არმია: 6 ათასი მეომრის ქანდაკება, თანაც ნატურალური ზომის. ეს ქანდაკებები მსოფლიოში უდიდეს მავზოლეუმში 56 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაზე არიან განთავსებული. ამავე ტერიტორიაზეა აღმოჩენილი უზარმაზარი სასახლე პეკინის აკრძალული ქალაქიდან.

სარკოფაგი, რომელიც შიხუანდის შვილს, პრინც გაოს ეკუთვნოდა, 16 მეტრის სიღრმეზე იპოვეს. უძველესი ჩინელი ისტორიკოსის სიმა ცანას ჩანაწერების მიხედვით, გაომ თავის ძმას სთხოვა რომ მამასთან, იმიერ სამყაროში გაეგზავნა.

სარკოფაგში იპოვეს იარაღი, ოქროს და ვერცხლის აქლემები, ჭურჭლის ნაკრები, ასევე ბრინჯაოს 6000 მონეტა.

არქეოლოგები მუშაობას აგრძელებენ და ეკუთვნოდა თუ არა სარკოფაგი ნამდვილად გაოს, ამას მოგვიანებით დაადგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები