LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის 71 წლის აზა ჩილაჩავა დააკავა

134
2025-11-03_01-20-20_816006

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ თავისუფლების მეტროს მიმდებარედ აქციის რამდენიმე მონაწილე, სულ მცირე სამი პირი დააკავა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათი დაკავება სავარაუდოდ გზის გადაკეტვას უკავშირდება.

მომიტინგეების ცნობით, დაკავებულებს შორის არის 71 წლის აზა ჩილაჩავა, რომელიც 22 ოქტომბერს სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა და გაათავისუფლა. მას ედავებოდნენ სახის დაფარვას.

„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g