ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ნარკორეალიზატორი.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების, ან ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოებას, შეძენას, ან გასაღება გულისხმობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია, ე.წ. მეტადონის პროგრამით მოსარგებლე ერთი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, მისთვის განკუთვნილ მეტადონის უკანონოდ გამოტანას და რეალიზებას ცდილობდა. არსებული ცნობითვე, მას ჩხრეკა ადგილზე ჩაუტარდა, დაკავება კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.
ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი