Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკველობიდან 4 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ასე მწარედ არაფერი მახსენდება როგორც სოციალურ ქსელში უეცრად ამოვარდნილი საზარელი ინფორმაცია ნიკოლოზ კვარაცხელია მოკლეს! არც დამიშვია, რომ სიკეთით, სიყვარულით და პატრიოტიზმით გამსჭვალულ ჩვენ ნიკოზე იყო საუბარი 😭 მტერსაც არ ვუსურვებ იმას, რასაც ნიკოს ოჯახი ყოველდღიურად გადის. განსაკუთრებით მძიმეა დღევანდელი დღე, როცა ნიკო 4 წლის წინ მოუკლეს ოჯახს, მეგობრებს და ჩვენს ქვეყანას.😭💔“, – წერს ნინო ზამბახიძე.
შეგახსენებთ, ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს.
სამართალდამცველებმა აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. სასამართლომ ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
