LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასე წარმატების და იღბლის გზა გაგვეხსნება.. კარგი იქნება ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად.. მუდმივად გვაქვს ციტრუსი – 108 მანდარინი“ – რა რიტუალები უნდა შევასრულოთ ახალი წლის ღამეს

2118
Untitled design

ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება. როგორ გავაცილოთ 2023 წელი და როგორ შევხვდეთ მწვანე ხის დრაკონის წელს – საქართველოს ფენ შუის ასოციაციის დამფუძნებელი თიკა ქოქაშვილი „ფორტუნას“ უყვება იმ რიტუალების შესახებ, რომელიც აღმოსავლური ხელოვნების მიხედვით, ბედნიერების, წარმატებისა და ხვავის მომტანი იქნება.

პირველ რიგში, ფენ შუის სპეციალისტი გვირჩევს, რომ 2023 წელი მადლიერებით გავაცილოთ, მომავალი წლის სურვილები კი პატარა ფურცელზე დავწეროთ და 2024 წლის სიმბოლოს – დრაკონის ფიგურას კისერზე შევაბათ.

„31 დეკემბერს ყვითელ ფურცელზე წითელი კალმით დაწერეთ 2024 წლის რამდენიმე სურვილი ამ ფორმულირებით: „მე მივიღე ბედნიერების, ჯანმრთელობის, სიყვარულის, ფინანსების ენერგია, რაზედაც ვარ მადლიერი და კმაყოფილი, მადლობას ვუხდი სამყაროს,“ – ეს სურვილი 2024 წლის დეკემბრით უნდა დაათარიღოთ, შემდეგ წერილი შეკრათ პატარა მწვანე ლენტით და დრაკონის სიმბოლოს კისერზე გაუკეთოთ.

აღნიშნული რიტუალი შეგიძლიათ გააკეთოთ 31 დეკემბერს, ასევე 1, 2, 3, 13, 14, 15 იანვარს.“

 

 

რიტუალი ხვავის მოსაზიდად..

„ახალი წლის დადგომის შემდეგ, როდესაც 2023 წელს გავისტუმრებთ, სიტყვიერად ვთქვათ – „მადლობელი ვარ, რაც იყო უარყოფითი, დადებითი, ამ ყველაფერზე მადლიერებას ვუგზავნი სამყაროს, ვეგებები ახალ, 2024 წელს, მინდა ჩემს ცხოვრებაში მოვიპატიჟო სიყვარული, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, ბედნიერება, გზის გახსნა, კარიერული წინსვლა“.

ამის შემდეგ, ავიღოთ ერთი მუჭა ხორბალი, გავიდეთ სახლიდან – გზაჯვარედინზე ან თუნდაც აივანზე და ხორბალი ზურგს უკან გადავყაროთ. ხორბალთან ერთად, შეგვიძლია გადავაგდოთ ხურდაც – ეს კარგი იქნება ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად.

სიტკბოს და ბედნიერების მოსაზიდად ხურდასთან ერთად შეგიძლიათ ტკბილეული – შოკოლადი ან ჩურჩხელა გადააგდოთ. მნიშვნელობა არ აქვს არც კუპიურას და არც ტკბილეულის სახეობას ან რაოდენობას.

ამ რიტუალის შესრულებით ჩვენ გაგვეხსნება წარმატების და იღბლის გზა, რადგან რაღაცებს უკან დავტოვებთ, მათ შორის სიტკბოს, რათა ჩვენს ცხოვრებაში ხალი სიტკბო შემოვიდეს.“

 

 

108 მანდარინი..

„ახალ წელს, ფენ-შუის მიხედვით, მუდმივად გვაქვს ციტრუსი – 8,9, 18, 88, 89, მაქსიმალური რაოდენობის კი, 108 მანდარინი ან ფორთოხალი, შესაძლებელია ისინი შერეული იყოს.

თუ დიდი რაოდენობით გექნებათ, ტკბილეულთან ერთად, პაკეტებში ჩააწყვეთ და ქველმოქმედების სახით, უცხო ადამიანებს დაურიგეთ ან თანამშრომლებს მიართვით“

სურვილების გასაღები..

„მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ჩვენს სურვილებს, თუ გვაქვს სურვილი, რომელიც გასაღებით იხსნება, მაგალითად, სახლის კარი, ავტომანქანა, ასევე გასაღებით იხსნება ბედიც, შეგვიძლია შევიძინოთ გასაღების სიმბოლო ან ნაძვის ხის სათამაშო, მათ დავარქვათ „ჩემი სახლის გასაღები“, „ჩემი გახსნილი გზების გასაღები“ და ისინი ნაძვის ხეზე განვათავსოთ.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g