2 თვიანი რომანის შემდეგ, რენე ზელვეგერმა და ენტ ენსტადმა თავიანთი ურთიერთობის შესახებ საჯაროდ განაცხადეს. მათ „ინსტაგრამზე“ ერთობლივი ფოტოები გაავრცელეს.
რენე ზელვეგერი რჩეულის 2 წლის შვილს ასეირნებს – ნახეთ წყვილის ახალი ფოტოები
როგორც ჩანს, „ბრიჯიტ ჯონსმა“ ბოლო ბოლო თავისი ერთადერთი პრინცი იპოვა. ახლახანს ისინი სეირნობის დროს გადაიღეს. თავდავიწყებით შეყვარებული წყვილი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში უცნაურად იქცეოდა. 52 წლის რენე და 42 წლის ენტი თინეიჯერებს ჰგავდნენ. ჯერ ისინი მხურვალედ კოცნიდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი წამყვანმა რენე ხელში აიყვანა და ასე გააგრძელეს სეირნობა.