LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის აეროპორტებში უსაფრთხოების კონტროლის გავლისას ფეხსაცმლის გახდა სავალდებულო აღარ არის

117
აეროპორტები

ამერიკის შეერთებული შტატების აეროპორტებში უსაფრთხოების კონტროლის გავლისას ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი მოთხოვნა – ფეხსაცმლის გახდა გაუქმდა. ახალი წესი ყველა შიდა რეისზე ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ეს მოთხოვნა 2006 წელს დაინერგა ტერორისტული თავდასხმის მცდელობის შემდეგ, როდესაც ასაფეთქებელი ნივთიერება ფეხსაცმელში იყო მოთავსებული. მას შემდეგ, ყოველწლიურად, მილიონობით მგზავრი გადიოდა შემოწმებას ფეხშიშველი ან წინდებით, რაც ხშირად იწვევდა საჩივრებს არასანიტარიული პირობებისა და პროცედურის სინელესთან დაკავშირებით.

სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაცია (TSA), ახალი სკანერებისა და უსაფრთხოებისადმი ყოვლისმომცველი მიდგომის წყალობით, დარწმუნებულია, რომ საფრთხეების იდენტიფიცირება უკვე ფეხსაცმლის გახდის გარეშეა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები არ გამორიცხავენ ტექნიკური პრობლემებით გამოწვეულ რისკებს, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ფეხსაცმლის გახდამ რეალურად შეაჩერა ტერორისტული თავდასხმები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g