ირანის სახელმწიფო ავიახაზებმა Iran Air ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც აშშ-სგან 80 სამგზავრო ვერტმფრენს შეიძენს, ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
ეს ირანსა და აშშ-ს შორის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე დიდი გარიგებაა.
„ბოინგმა“ დაადასტურა, რომ გარიგება, რომლის ღირებულება 16.6 მილიარდია, აშშ-ს ხელისუფლებასთან შეთანხმებულია. პირველ ავიალაინერს ირანი 2018 წელს მიიღებს.
შეთანხმება, რომელზეც მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს, ირანს დაეხმარება, მოახდინოს საკუთარი საჰაერო ფლოტის მოდერნიზება
ამასთან, ახალი შეთანხმება აშშ-ში ათობით ათას სამუშაო ადგილს შექმნის.
