აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას, მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და მკაცრად გმობს ოკუპაციას – ეს არის მთავარი გზავნილები, რომლითაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში ჩამოვიდა.
მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ხელყოფენ.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ს მეორე პირმა განაცხადა, რომ ამერიკა გვერდში უდგას მშვიდობისმყოფელ ქვეყნებს და ამას არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც ამტკიცებს.
„ჩვენ ერთგულნი ვართ ვალდებულებების წინაშე, აშშ განაგრძობს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს განმტკიცებას და არ დაიშურებს ძალიხსმევას, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს,“- განაცხადა პენსმა.