LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს

68
The-United-States-is-announcing-a-diplomatic-boycott-of-the

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ საკის თანახმად, აშშ-მა დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სპორტსმენები ოლიმპიადის ასპარეზობებში მიიღებენ მონაწილეობას.

„ბაიდენის ადმინისტრაცია არ გაგზავნის დიპლომატიურ ან ოფიციალურ წარმომადგენლობას პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადასა და პარაოლიმპიადაზე იმის გამო, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სინძიანში გენოციდსა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებს ახორციელებს,“- განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ.

მანამდე ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც ისაუბრა. მიზეზებს შორის სინძიანის პროვინციაში უიღურების დევნის გარდა, აშშ-ის ლიდერმა, დაასახელა ასევე პეკინის მხრიდან ადამიანის უფლებების ხელყოფა ტიბეტსა და ჰონკონგში.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ ბოიკოტისკენ მოწოდება უნდა შეწყდეს, „რათა მან ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვან სფეროებში დიალოგსა და თანამშრომლობაზე გავლენა არ მოახდინოს“.

2022 წლის ზამთრის პეკინში მომავალი წლის 4-22 თებერვალში ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები