LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ

60

მეწარმეობის განვითარების სააგენტო ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის  წარმომადგენლებს მასპინძლობს.

დღეს, 11 მაისს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, სააგენტოს დირექტორის, ანა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (СLDP) ფარგლებში მეწარმეობის განვითარებისთვის სახელმწიფოს ჩართულობასა და ძალისხმევას განიხილავენ.

შეხვედრის მიზანია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან კერძო სექტორის განვითარების კუთხით გამოცდილების გაზიარება, რომელზეც მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ხელშეწყობის მექანიზმები და ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერის თემები იქნება განხილული.

შეხვედრაზე ასევე დაგეგმილია ექსპორტის წახალისებისა და კერძო სექტორისთვის ექსპორტის განვითარებაში ხელშეწყობის ინსტრუმენტების განხილვა.

გარდა ამისა, აღნიშნული შეხვედრის მიზანია  ქართული ბიზნესის წარმატების ისტორიის გაზიარება და საქართველოში ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯებისა და შემდგომი განვითარების გზებზე მსჯელობა.

აღსანიშნავია, რომ ქართული კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (СLDP) მიზნად ისახავს ბიზნესის კეთებისთვის გარემოს გაუმჯობესებასა და მეწარმეებისათვის ხელსაყრელი ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზებას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები