LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-სა და კანადას შორის ხიდზე 300 ათას დოლარიანი Bentley აფეთქდა

120
bentley

აშშ-ს ხიდზე აფეთქებული ავტომობილი Bentley Flying Spur აღმოჩნდა. 22 ნოემბრის 11 საათისთვის ნიაგარას ხიდზე, რომელიც აშშ-ს კანადასთან აკავშირებს, ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 300 ათას დოლარად შეფასებული სპორტქარი აფეთქდა. შემთხვევა მოგვიანებით ავტო საგზაო შემთხვევად გააფორმეს, რადგან ადგილობრივმა პოლიციამ ტერორისტული შეტევის ვერანაირი ნიშანი ვერ ნახა.

Bentley აშშ-დან კანადისკენ 160 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა, ასე ამბობენ თვითმხილველები. ის საზღვარს მიუახლოვდა და ღობეს დაეჯახა, რასაც ძლიერი აფეთქების ხმა მოჰყვა, მანქანა ჰაერში ავარდა და აალდა. ორივე მგზავრი დაიღუპა. მათ გარდა დაზარალდნენ ასევე მესაზღვრეები, რომლებიც საავადმყოფოში მსუბუქი ტრავმებით გადაიყვანეს.

ავარიის დროს ავტომობილის საჭესთან 56 წლის ბიზნესმენი იჯდა, მგზავრის ადგილას კი მისი მეუღლე იმყოფებოდა. საშინელ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე ისინი სასტუმრო Seneca Niagara Resort & Casino-თან გაჩერდნენ, თუმცა დიდი ხნით არა. დიდად სავარაუდოა, რომ მათ უბრალოდ ფული გადაახურდავეს. მძღოლი ტაბლოიდების ინფორმაციით, „ცნობილი ოჯახიდან“ იყო და ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

თავიდან გამოძიებაში სპეციალური სამსახური ჩაერთო, რადგან ტერორიზმის ეჭვი ჰქონდათ. თუმცა, ეს ეჭვები არ დადასტურდა და საქმე პოლიციას გადასცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები