LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო ამერიკელებს “თბილისი პრაიდზე: მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს

211
bigstock-gay-pride-parade-183630454-990x556

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, თბილისში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს. განცხადება საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ შტატების მოქალაქეებმა თავი აარიდონ თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ხალხმრავალ ღონისძიებებს.

“22 ივნისს, შაბათს იგეგმება ლგბტ თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერების აღლუმი. მსგავსი ღონისძიება საქართველოში წელს პირველად იმართება. წარსულში, მსგავსი სახის საჯარო ღონისძიებებზე ლგბტ თემის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ ძალადობრივი რეაგირება მოხდა.  პრაიდის მონაწილეების მიმართ იყო ფიზიკური დაზიანებების შემთხვევებიც. მოერიდეთ დემონსტრაციულ საქმიანობას და საზოგადო შეკრების ადგილებში გამოიჩინეთ სიფრთხილე,”-ნათქვამია განცხადებაში.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები